ახალი ამბები
გუბერნატორი ირაკლი ხახუბიაზე: ბევრი სიკეთის ავტორია, ადამიანი რომელიც მუდმივად მზად იყო სხვის დასახმარებლად
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
„ძნელია წარსულში ილაპარაკო ადამიანზე, რომელიც ძალიან ბევრი სიკეთის ავტორია, ადამიანი რომელიც მუდმივად მზად იყო სხვის დასახმარებლად. ირაკლი იყო უძვირფასესი მეგობარი, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა საკუთარი ქალაქი, სამეგრელო, ჩვენი ქვეყანა. დიდი იქნება მისი დანაკლისი!
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს" - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.