სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მესტიაში მსოფლიო სურსათის დღე და სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს

2022-10-18 17:08:00

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) და მესტიის მუნიციპალიტეტმა 16-17 ოქტომბერს მესტიაში მსოფლიო სურსათის დღე და სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, მესტიაში ფერმერთა აგრარული ბაზარი, ხორბლისა და პურის გამოფენა მოეწყო, სადაც ფერმერებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ადგილობრივი პროდუქცია, მათ შორის რძის ნაწარმი, ღვინო, თაფლი, ნიშური პროდუქტები. სპურისა და ხორბლის ფესტივალი, სადაც ძველი ქართული ხორბლის ჯიშებიც იყო წარმოდგენილი, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ პარტნიორობით ჩატარდა. ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები იყვნენ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC). სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების მონაწილეობით გამართული დისკუსიებითა და სემინარებით გაგრძელდა და სურსათის უვნებლობის თემები მოიცვა.

ღონისძიებას დაესწრნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, საქართველოს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოანი, FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი - კაპიტონ ჟორჟოლიანი, UN Women-ის, პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, FAO-სა და UN Women-ის პროექტების ბენეფიციარი ფერმერები, მეწარმეები და სხვა მოწვეული სტუმრები.

მსოფლიო სურსათის დღეს FAO ყოველწლიურად, 16 ოქტომბერს, მსოფლიოს 150-დე ქვეყანაში აღნიშნავს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო