სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სტიქიის ზონებში არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

2022-10-11 21:26:00
ძლიერმა წვიმამ და წყლმოვარდნებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში, ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა დატბორა, საცხოვრებელი სახლების ნაწილი, ეზოები და სავარგულები.
სტიქიამ ყველაზე დიდი პრობლემა შექმნა ხობის მუნიციპალიტეტში, სადაც საერთო ჯამში 150-ზე მეტი სახლის პირველი სართული დატბორა.
 
ადიდებულმა მდინარე ტეხურმა სოფელ ლეძაძამეში კვაუთის უბანთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, რის გამოც საავტომობილო გზის გარეშე დარჩა 76 ოჯახი, ადგილზე სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად იმყოფებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი. სოფელში დროებითი ხიდის მოწყობა უახლოეს პერიოდში მოხდება.
 
ხობთან ერთად სტიქიამ პრობლემები შექმნა აბაშასა და წალენჯიხაში. წალენჯიხაში - სოფელ ფახულანსა და მაზანდარაში ადიდებულმა მდინარემ ხიდი დააზინა, ხიდი დაზიანდა, ასევე აბაშის სოფელ სამიქაოში. დააზიანდა სოფელ წყემში მაღალი გადამცემი ხაზი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
 
პრობლემურ ადგილებში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, მუშაოებენ ზარალის დამთვლელი კომისიები.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო