სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიაში ფოლკლორული ფესტივალი „მომავლის ხმები“ მიმდინარეობს

2022-06-19 12:48:00

ანაკლიაში ფესტივალი „მომავლის ხმები“ მიმდინარეობს. სალოტბარო სკოლების ფესტივალი 24 ივნისამდე გაგრძელდება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ უკვე მესამედ იმართება. გასული ფესტივალები გურიაში ჩატარდა, წელს კი სამეგრელო შეირჩა.

ფესტივალი ორ ეტაპად ჩატარდება და მასში მონაწილეობას ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების 250- ზე მეტი მოსწავლე მიიღებს. დღეს ანაკლიას წალენჯიხის, საჩხერის, მესტიის, ბორჯომის, ბათუმის, ამბროლაურისა და ახალციხის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ, ხოლო მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში მათ სამტრედიის, აბაშის, ხონის, ხარაგაულის, ონის, სენაკის და ბაღდათის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ჩაანაცვლებენ.

ფესტივალის მიმდინარეობს და სალოტბარო სკოლის მოსწავლეების სხვადასხვა აქტივობებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორთან გიორგი დონაძესთან ერთად გაეცნო. ფესტივალი ანაკლიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ზუგდიდის მერიის ხელშეწყობით მიმდინარეობს.

მონაწილეებისთვის, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის ახლად რეაბილიტირებულ თეატრში გაიმართება ორი კონცერტი, რომელშიც სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“. აღსანიშნავია, რომ ფესტივალისთვის შემუშავდა სპეციალური პროგრამა და გადამზადდნენ მოხალისეები, რომლებიც ბავშვთა გუნდების ლიდერები იქნებიან.

სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ 2019 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბავშვების დაახლოება და სალოტბარო სკოლების განვითარების ხელშეწყობა. ამჟამად, სალოტბარო სკოლები საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, სადაც მსურველები ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და გალობას უფასოდ ეუფლებიან.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324
25
26272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო