სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორი რეგიონის თვითმმართველობების პირველ პირებს შეხვდა

2015-06-08 14:55:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის გამგებლებს, მერების მოადგილეებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე პროექტების მიმდინარეობა განიხილეს და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრეს. გუბერნატორმა თვითმმართველობის პირველ პირებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების ათვისების ახლადშემუშავებული კალენდარული გრაფიკი გააცნო.

როგორც შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სამშენებლო ვადების შესაბამისად მიმდინარეობს და რეგიონის ათივე მუნიციპალიტეტს გამოყოფილი თანხების ათვისების პრობლემა არ გააჩნია.

თათბირზე გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში წლის ბოლოსთვის, 2016 წლის პროექტების საპროექტო სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს, რათა მომავალი წლის იანვრის თვეში სამშენებლო სამუშაოების დაწყება შესაძლებელი გახდეს.

სამუშაო შეხვედრაზერეგიონის პირველმა პირმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ტურისტულისეზონისთვის  მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდა.

თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გუბერნატორის შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა და ამავე სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო