სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე აღინიშნა

2022-06-02 19:21:00
საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში, იაპონელი მხატვრის და ფიროსმანის იაპონელი მკვლევარის ჰარადა ტაკეჰიდეს გამოფენა „წმინდა ფიროსმანი“ გაიხსნა.
 
ნიკოსეულ სასახლეში გამართულ გამოფენას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი იმანიში ტაკაო, კულტურის, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.
 
1978 წელს ტაკეჰიდე ჰარადა ჩართული იყო გიორგი შენგელაიას ფილმის „ფიროსმანის“ იაპონურ პრემიერაში. 24 წლის ხელოვანი ისე მოიხიბლა ამ ფილმით და იმდენად დაინტერესდა ფიროსმანის ცხოვრებითა და შემოქმედებით, რომ მას შემდეგ დიდი ქართველი მხატვარი არასოდეს გამქრალა მისი ხსოვნიდან და მისი შემოქმედებიდან. მსურველებს გამოფენის დათვალიერება ერთი თვის განმავლობაში 2 ივლისამდე შეეძლებათ.
 
დღესვე, დადიანების სასახლეში ცნობილმა იაპონელმა ქართველოლოგმა იასუჰირო კოჯიმამ იაპონია-საქართველოს კულტურული ურთიერთობების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324
25
26272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო