სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ყულევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2022-04-27 17:51:00

ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ პროექტს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მოწესრიგდება სანიაღვრე არხები.

შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ხობის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ბუკიასთან ერთად გაეცნო.

„ყულევთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ ვახორციელებთ ასევე სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, კერძოდ სოფელ ძველ ხიბულაში საერთო ჯამში 13 კილომეტრიან მონაკვეთზე იგება გზა, ასევე გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ახალ ხიბულაში, სავარდიოს უბანში, ჭალადიდიში დავასრულეთ ახალი გზის მშენებლობა. ინფრასტრუქტურის მშენებლობის და მუნიციპალური კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“ - განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

ყულევის გზის რეაბილიტაციის პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს. 

სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობისთვის გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო