ახალი ამბები
დევნილი ოჯახების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები აშენდა
ზუგდიდში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები აშენდა.
პროექტი, გერმანიისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით, დევნილებისთვის 200-მდე სახლის აშენებას ითვალისწინებს, მათ შორის 63 სახლი სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს.
საცხოვრებლის კვადრატულობა ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრება. ახალი სახლები დევნილ ოჯახებს სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შესრულებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელ ნინო ხოხობაია გაეცნენ.