სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

„დანერგე მომავალის“ პრეზენტაცია ზუგდიდში

2015-06-04 17:20:00

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგნეტო 2015 წლის 15 ივლისიდან პროგამის „დანერგე მომავალი“ მეორე ეტაპს იწყებს.

დღეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ და პროგრამის საგრანტო ოფიცერმა ალექსანდრე მელქაძემ პროგრამა „დანერგე მომავალი “ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს კობა ქანთარიას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნეს.

განაცხადების მიღება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში 15 ივლისიდან დაიწყება და პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ექნებათ ახალი ხეხილის ბაღები შემოდგომაზე გააშენონ. 

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სულ 14 განაცხადი დაამტკიცა.პროექტის ფარგლებში 14 ბენეფიციარზე გაცემულია 575,889 ლარის დაფინანსება . 89.63 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებულია 84,3 ჰა ვაშლის კულტურა, 1 ჰა -ატამი, 3.09 ჰა ქლიავი, 1,2 ჰა ბალი. მიმდინარე თვის ბოლომდე შიდა ქართლსა და გურიაში ვაშლის, ატმის, ქლიავისა და ბლის ბაღები გაშენდება. ასევე დაფინანსება მიიღეს სარწყავი სისტემის მოწყობისთვის. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივთ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება თებევრლის ბოლოდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:

• ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;

• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ს. 

პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.


► ვრცლად პროექტის შესახებ: http://apma.ge/plant_future/index.apma

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო