სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები უკრაინული ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებენ

2022-02-28 15:24:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარებას გაწევას იწყებენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები დამეგობრებული არიან შემდეგ ოლქებთან და ქალაქებთან: ხერსონის ოლქი,  პოკროვსკის, ვოზნესენსკის, მარიუპოლის, ბოიარკას, ბელაია-ცერკოვის, ლუგანსკის, ჩორნომორსკის, სევასტოპოლის, უკრაინკის, სლავსკეს და გოროხოვოს მუნიციპალიტეტები.

გვაქვს აქტიური კომუნიკაცია  ამ ქალაქების წარმომადგენლებთან და  ჰუმანიტარული აქციაც მათი საჭიროებების  მიხედვით იგეგმება.

მეგობარი უკრაინული ქალაქების დასახმარებლად, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები გათვალისწინებული იქნება უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების აუცილებელი სამედიცინო ნივთების შესაძენად. 

აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორს, შეძლებისდაგვარად მუნიციპალიტეტების მოსახლეობას.

ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინის შესაბამის ოლქებსა და ქალაქებში საქართველოს  მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფთ.

 

აქციაში ჩართვის მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ:

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია - 599 62 65 61

ზუგდიდის მერია- 591 445 418

ფოთის მერია - 577 927 878

მესტიის მერია - 595 098 530

ხობის მერია - 599856099

სენაკის მერია - 599287240

აბაშის მერია - 599 44 88 58, 599 85 47 12

მარტვილის მერია - 591007870

ჩხოროწყუს მერია -599 856 577

 

პუნქტები გახსნილი იქნება შემდეგ მისამართებზე:

 

ზუგდიდი - სპორტის სასახლე, მის: ქ. ზუგდიდი, დავით აღმაშენებლის ქ. 222

ფოთი -ნინო ჟვანიას ქ. N 7 მეორე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებული სპორტული დარბაზი

ხობი -  ცოტნე დადიანის ქ. N189 (კულტურის სახლი)

სენაკი - გოგოლაძის მოედანი #1 (თეატრალური მოედანთან)

აბაშა - მუნიციპალიტეტის მერია - მის: ქ. აბაშა ტროფი დარასელიას ქ. N1

მარტვილი - კულტურის სახლი - მის: თავისუფლების ქ.N7

ჩხოროწყუ - დავით აღმაშენებლის #1, მერიის შენობა

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45
6
78910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო