ახალი ამბები
საახალწლო ღონისძეიბა ჩხოროწყუში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო ზეიმი გაიმართა.
ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა. რომელშიც მონაწილეობა ნოდიკო ტატიშვილის ბენდმა მიიღო.
ჩხოროწყუში მთლი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა, სცენა დღის განმავლობაში ადგილობრივ ანსამბლებს და შემსრულებლებს ჰქონდათ დაკავებული.
მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ჩხოროწყუში წელს ახალი ნაძვის ხეც დაიდგა. ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდ რეგულაციები.