სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრავე მუნიციპალიტეტს ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ტექნიკა გადაეცა

2021-12-25 21:01:00

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერთან თინათინ ტყეშელაშვილთან ერთად, UNDP-ის პროექტის - ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი გუგუჩიას 63  პერსონალური კომპიუტერი, 43 პორტატული სკანერი და 18 მულტიფუნქციური პრინტერი გადასცა. ტექნიკა რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა  და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკის ნაწილს მუნიციპალიტეტის მერიები, კერძოდ:  პორტატულ სკანერებსა და  პერსონალურ კომპიუტერებს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებს  გადასცემენ.

ტექნიკური აღჭურვილობა დაეხმარება მუნიციპალიტეტებს დისტანციური სერსვისის დანერგვასა და განვითარებაში. ადგილობრივ  მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა, ელექტრონულად მიმართონ  სასურველ ორგანოს და მიიღონ საჭირო ინფორმაცია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო