ახალი ამბები
საახალწლო ღონისძიება მესტიაში
2021-12-24 20:59:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო ზეიმი გაიმართა.
მოეწყო საბავშვო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები ჩატარდება.