სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერმა კონფლიქტისპირა სოფელ რუხში საავადმყოფოს მშენებლობა დაათვალიერა

2015-06-02 18:05:00

საქართველოს ხელისუფლება აფხაზ ძმებს და დებს C ჰეპატიტისგან განკურნების პირობებს შეუქმნის, - სიახლის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სოფელ რუხში განაცხადა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მრავალპროფილიანი საავადმყოფო შენდება.


ზუგდიდში სამედიცინო პუნქტი გაიხსნება, სადაც C ჰეპატიტით დაავადებული მოსახლეობა სამკურნალო პრეპარატს უფასოდ მიიღებს.


„ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცენდენტო პროგრამას ახორციელებს. აშშ-ის ჯანდაცვის სააგენტომ გადმოგვცა წელიწადში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების პრეპარატი და ჩვენ უფასოდ ვკურნავთ მოსახლეობას. ზუგდიდში იგეგმება სამედიცინო პუნქტის გაკეთება, სადაც დარიგდება წამლები და აფხაზ ძმებს და დებს, ვისაც სურთ განიკურნონ, შევუქმნით პირობებს, რომ ეს მათთვის შესაძლებელი გახდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მრავალპროფილიანი საავადმყოფო, რომელიც სოფელ რუხში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივნიშვილის ინიციატივით შენდება, 2016 წლის აგვისტოში გაიხსნება.


„საავადმყოფოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და კარკასის 70% პრაქტიკულად დასრულებულია. ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი უმაღლესი სტანდარტების საავადმყოფო მოემსახურება არა მხოლოდ სამეგრელოს მოსახლეობას, არამედ ჩვენს აფხაზ ძმებს აქ უფასოდ მკურნალობას ვთავაზობთ. ასევე, ჩემი ინიციატივით აშენდება მულტიფუნქციური სავაჭრო კომპლექსი, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე აფხაზების მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს შორის ნდობის აღდგენის პროცესი დაჩქარდეს და ეს ურთიერთობები ამაში დიდ როლს შეასრულებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საავადმყოფოს მშენებლობაზე 154 ადამიანია დასაქმებული. პროექტის ღირებულება 41 მილიონ ლარზე მეტია. მშენებლობის დასრულების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით, 600-მდე ადამიანი იმუშავებს. 


უკვე დასრულებულია მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის პროექტირება. მშენებლობა ივლისის ბოლოს დაიწყება და 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდება.


ცენტრში სავაჭრო ფართების გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტი, მცირე სამაცივრე დანადგარები, ასევე, ფოსტა, აფთიაქი, ბანკი და ვეტერინარული კლინიკა განთავსდება. ობიექტზე 1000-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324
25
26272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო