ახალი ამბები
სენაკის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ვახტანგ გადელია თანამშრომლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა წარუდგინა
2021-11-22 16:30:00

სენაკის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ვახტანგ გადელია მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა. ვახტანგ გადელია მერიის სამსახურების და განყოფილებების უფროსებს, მუნიციპალური ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების ხელმძღვანელებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ წარუდგინა.
წარდგენას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მოადგილეები - დავით კუხალეიშვილი და დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლევან კუპრეიშვილი.