სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერმა და გუბერნატორმა ცაიშში ახალი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს

2015-06-02 17:42:00

8 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია და ახალი სასათბურე მეურნეობა 5,5 ჰექტარზე სოფელ ცაიშში, - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო “STIMOR Associate” დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ დაათვალიერეს.


სამთავრობო პროგრამის ფარგლებში “STIMOR Associate”-მა2 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო.


„საწარმო შეიქმნა სახელმწიფო თანადაფინანსებით, ეს არის ქართული ინვესტიცია. სათბურში დღეში 10 ტონა პომიდორი მოჰყავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის. ჩვენ მთავარ ამოცანად დავისახეთ ქართული წარმოების განვითარება და უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული პომიდორი ეტაპობრივად უკვე ანაცვლებს იმპორტირებულ დაბალხარისხიან პომიდორს. 3 ეტაპად ვითარდება რესურსი. გეიზერული წყლები და აქ არსებული რესურსი წლების განმავლობაში გამოუყენებელი იყო და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ რესურსით დავინტერესდით. შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 2-3 წელიწადში ჩვენ ჩავანაცვლებთ იმპორტირებულ ბოსტნეულს, რაც არის მართლაც ეროვნული საქმე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ირაკლი ღარიბაშვილმა ინვესტორებს პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ ისინი არიან გამორჩეულად პატრიოტი ბიზნესზმენები, რომლებმაც რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია სამშობლოში განახორციელეს.


თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოს 3 ჰექტარზე უკვე მიღებულია 150 ტონა პომიდვრის მოსავალი, რომელიც გადის როგორც შიდა ბაზარზე, ასევე - ექსპორტზე.
დარჩენილ ტერიტორიაზე მიმდინარეობს მშენებლობა, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. მოქმედ სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულია - 45, ხოლო მშენებარე ტერიტორიაზე - 120 ადგილობრივი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო