სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შავღელეში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვა დასრულდა

2021-11-17 17:02:00

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია დასრულდა. შედეგების ლიკვიდაციის მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის  სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

სტიქიამ სოფელ შავღელეში 13 სახლი დააზიანა, აქედან 11 სახლს სახურავი გადახადა, ორი სახლი კი მთლიანად დააზიანა. დაზიანებული სახლების ნაცვლად დაზარალებული ოჯახებისთვის, ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს, თერთმეტივე სახლი კი უკვე გადახურულია.

საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ხობის მუნიციპალიტეტს 190 ათასი ლარი გამოეყო. შავღელესთან ერთად სამშენებლო მასალები, ასევე გადასცა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ, სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებს. მანამდე კი  ხობის მერიამ დაზარალებული ოჯახები დროებითი გადასახური მასალით უზრუნველყო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს, ჭალადიდის, ახალი ხიბულის და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში ძლიერმა ქარმა დააზიანა  საცხოვრებელი სახლები, ელექტრო გადამცემი ხაზები და მოგლიჯა ხეები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო