სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აბაშის ახლადარცეული მერი თანამშრომლებს სახელმწიფო რწმუნებულმა წარუდგინა

2021-11-01 17:12:00
აბაშის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი გიგა გაბელაია მუშაობას შეუდგა. ახალი მერი თანამშრომლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ წარუდგინა.
 
„აბაშის მუნიციპალიტეტს ყავს განათლებული, გამოცდილი მერი, გიგა გაბელაია. ის მოვიდა კონკრეტული გეგმებით, რეალისტური სტრატეგიებითა და მიზნებით. დარწმუნებული ვარ, აბაშის მუნიციპალიტეტს ექნება უკეთესი ხვალინდელი დღე, იქნება კიდევ უფრო განვითარებული და წარმატებული,“-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
 
გიორგი გუგუჩიამ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა სახელმწიფო პროგრამის პრიორიტეტებსა და რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე.
 
თანამშრომლებს მიესალმა და სამომავლო გეგმები გააცნო აბაშის მუნიციპალიტეტის ახალმა მერმა, გიგა გაბელაიამ.
 
„კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემს აბაშელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ თითოეულმა აბაშელმა იგრძნოს საკუთარ თავზე მეტი კეთილდღეობა. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, თუმცა დავინახეთ პრობლემებიც, რომლებიც აუცილებლად მოგვარდება.
 
არაერთხელ აღვნიშნე, მიუხედავად იმისა, თუ სად ვსაქმიანობდი, მთავარი ამოსავალი წერტილი ჩემი ხალხის, ჩემი აბაშელების ინტერესები იყო. მზად ვარ, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება ასეთივე სულისკვეთებით, სიყვარულით მოვახმარო მშობლიურ მხარეს,“-განაცხადა გიგა გაბელაიამ.
 
გიგა გაბელაია დაიბადა აბაშაში 1977 წლის 1 მაისს. დაამთავრა N1 საშუალო სკოლა-გიმნაზია. სწავლა გააგრძელა თბილისის მართვის ინსტიტუტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1999 წელს. პროფესიით იურისტია.
 
2014-2015 წლებში მუშაობდა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად; 2015-2019 წლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის თანამდებობაზე; 2019 წლიდან სსიპ სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონალური მენეჯერი იყო. გიგა გაბელაიას აქვს, როგორც სახელმწიფო, ასე კერძო და საბანკო სექტორში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო