სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ავსტრიის ტიროლის ფედერალური მიწას და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2021-10-07 13:05:00

ავსტრიის ტიროლის ფედერალურ მიწას და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ხელშეკრულებას ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ტიროლის ფედერალური მიწის გუბერნატორმა გიუნტერ პლატერმა მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეების შორის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, სპორტის, სამოქალაქო უსაფრთხოების  სფეროებს შორის თანამშრომლობას. ასევე გამოცდილების გაზიარებას. ერთობლივი ფორუმებისა და სამეწარმეო გამოფენა-ბაზრობების გამართვას, მეწარმეთა შეხვედრებს და ერთობლივი პროექტების შემუშავებას. მემორანდუმის შესაბამისად მოხდება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის და ტიროლის ფედერალური მიწის მუნიციპალიტეტებს შორის პარტნიორული თანამშრომლობა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესა და ტიროლის ფედერალურ მიწებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, ტიროლის ფედერალურ მიწაზე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ქეთევან ციხელაშვილის ვიზიტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. დოკუმენტს ტიროლის ფედერალური მიწის გუბერნატორმა ხელი სწორედ ციხელაშვილის ვიზიტის დროს მოაწერა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
 123456
78910111213
14151617181920
21
222324252627
282930    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო