სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

2021-09-22 20:58:00

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად  ჩხოროწყუში 87-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა და ახალი ფილიალის მომსახურებითაც ისარგებლა. რატი ბრეგაძემ, გიორგი გუგუჩიამ და ჩხოროწყუს მერმა დავით  გოგუამ ახლადგახსნილ ცენტრში კოვიდ ბარათები აიღეს. კოვიდ ბარათი, პიროვნების  ვაქცინაციისა და  PCR კვლევების შესახებ ყველა მონაცემს შეიცავს და მისი აღება მომხმარებელს მრავალჯერადად შეუძლია.

კოვიდ ბარათის აღებასთან ერთად ჩხოროწყუს საზოგადოებრივ ცენტრში კიდევ 200- მდე მომსახურების მიღება  ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით  არის შესაძლებელი. ახალი ფილიალი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.

ჩხოროწყუს საზოგადოებრივ ცენტრში კოვიდ ბარათი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ აიღო.

საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაც განთავსდა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული.

ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ახალ ფილიალში ადგილობრივი მოსახლეობისთვის  ყველა ის სერვისია ხელმისაწვდომი,  რომელიც იუსტიციის სახლებში გაიცემა. 

დღესვე,  საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისიც გაიხსნა. პრობაციონერთა  ახალი ბიურო სამეგრელოს რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.

ჩხოროწყუს მსგავსად,  საზოგადოებრივი ცენტრები   სამეგრელოს რეგიონში  ჭალადიდში, ჯვარში, ორსანტიაში, რუხში, ჯგალში, ლესიჭინეში, აბაშასა და ხობში ფუნქციონირებს. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45
6
78910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო