სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიაში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა

2021-09-02 11:08:00

,,კოვიდ 19“ საწინააღმდეგო ვაქცინაციის  დამატებითი  სივრცე ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხსნა,  სადაც მოსახლეობას ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლია იმუნიზაცია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ვაქცინაცია უკვე 25 ამცრელ დაწესებულებაშია შესაძლებელი. გარდა ამისა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებს მობილური ჯგუფები, რომლებიც სოფლებში ადგილზე  ვაქცინაციას ახდენენ.

ვაქცინაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა გაეცნენ.

როგორც ნინო ვიბლიანმა აღნიშნა, რეგიონის მასშტაბით 25 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი.

,,ყველას მოვუწოდებ აიცრას, ვინაიდან  ვაქცინას ალტერნატივა არ აქვს“-განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

მერის მოვალეობის შემსრულებლის კონსტანტინე კაკავას ინფორმაციით, მოსახლეობის იმუნიზაციის ცენტრამდე ტრანსპორტირებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოფს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო