სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა

2021-08-13 17:49:00

უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც რეგულაციების გამკაცრების აღსრულების საკითხი და COVID-19 ვაქცინის პროცესში სოფლებში ადგილზე ვაქცინაციის გააქტიურების საკითხი განიხილეს. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ხელმძღვანელობდა და მას საბჭოს წევრები, სხვადასხვა სამხარეო სტრუქტურების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

· გუშინ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, სამი კვირის განმავლობაში იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

· შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

· სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომლებიც იმართება საერთაშორისო ეგიდით.

· იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა.

· კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.

სოფლად მდებარე ამბულატორიებში ხორციელდება, მობილური ბრიგადების მიერ აცრის მსურველი მოქალაქეების ადგილზე ვაქცინაცია. სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის კოორდინირებით უკვე თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნა ვაქცინაციის ოპერატიული შტაბები. ვაქცინაცია მიმდინარეობს ზუგდიდის, სენაკის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, პროცესში ორშაბათიდან რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტებიჩ შეუერთდებიან. გეგმის თანახმად გამოყოფილია დამატებითი ასაცრელი სივრცეები (ამბულატორიები), მოსახლეობის მობილიზებას ადგილობრივი თვითმმართველობები უზრუნველყოფენ. გარკვეული ჯგუფებისთვის აცრის მისაღებად ტრანსპორტირების უზრუნველყოფაც ხორციელდება.

სოფლებში ადგილზე ვაქცინაციასთან ერთად, იმუნიზაცია ასევე შესაძლებელია რეგიონის 13 სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ 25 ამცრელ კაბინეტში, სადაც აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით ხორციელდება. რეგიონში ამ დროისთვის აცრილია 32 417 მოქალაქე.

სახელმწიფო რწმუნებულმა სხდომაზე სპეციალისტებთან ერთად, ასევე განიხილა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, მოისმინა კლინიკებსა და საკარანტინე ზონებში არსებული მდგომარეობა.

ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის ინფექცია 2725 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 417 რეგიონში არსებულ 6 კოვიდ კლინიკაში მკურნალობს. დღეის მდგომარეობით, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში სულ ნიმუშის აღებაზე ჩართულია 54 სამედიცინო დაწესებულება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო