სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელ ქოლობანში აგრობაზარი გაიხსნა

2021-07-29 22:05:00

აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელ ქოლობანში აგრობაზარი გაიხსნა. ახალი ინფრასტრუქტურა ადგილობრივებს და მცირე მეწარმეებს ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქცია კომფორტულ გარემოში გაყიდონ. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის და აბაშის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით განხორციელდა.

დასრულებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ანა ჩენრიშოვამ და აბაშის მერმა ლევან მაკალათიამ დაათვალიერეს.

გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში რეგიონში ექვსი პროექტი დაფინანსდა: აქედან აბაშის აგრობაზრის მსგავსად, უკვე დასრულებულია მარტვილის აგრობაზრის, სენაკის თოკების პარკის, ზუგდიდში ეთნო ცენტრის და ფოთში მარტოწყალას ტბაზე სპორტული თევზჭერის ინფრასტრუქტურის მოწყობა, მესტიაში კი ეწყობა კლდეზე ცოცვის ატრაქცია.

გარდა მუნიციპალიტეტების 6 ინიციატივის დაფინანსებისა გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით, მცირე საგრანტო კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 3 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. ჯამში კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გასულ წელს პროექტების დაფინანსებისთვის გამოიყო 836 ათას ლარზე მეტი.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პროექტებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად ახორციელებს

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო