სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ახალი სასწავლო წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამატებით ხუთი საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებული იქნება

2021-07-16 21:10:00
ახალი სასწავლო წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამატებით ხუთი საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებული იქნება. სკოლებში მიმდინარე სამუშაო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარესთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებული სოფელ ჯიხაშკარის მეორე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.
 
ჯიხაშკარის სკოლის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და პროექტის ღირებულება სამ მილიონამდე ლარია. არსებული პროექტი ითვალისწინებს სკოლის სრულ რეაბილიტაციას, შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობას, სველი წერტილებისა და კომუნიკაციების მოწყობას და შენობის ადაპტირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ჯიხაშკარის სკოლაში ეწყობა სპორტული დარბაზი და ღია სპორტული მოედანი.
 
პროექტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გარემონტებულ და კეთილმოწყობილ სკოლაში მიიღონ განათლება.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
 123456
78910111213
14151617181920
21
222324252627
282930    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო