სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მესტიაში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

2021-07-02 20:45:00

მესტიაში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

მესტიაში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომის ფარგლებში კომიტეტის წევრებმა სხვადასხვა სამინისტროებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ანგარიშები და გეგმები მოისმინეს.

კომიტეტმა იმსჯელა ინფრასტრუქტურული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე. მათ შორის, სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობის და რეაბილიტაციის, წყალმომარაგებისა და წყალარინების, ნაპირსამაგრი სამუშაოების, მაღალმთიანი რეგიონების ფონდის დაფინანსებით უზრუნველყოფილი პროექტების შესახებ.

,,დღევანდელი კომიტეტის სხდომა მესტიაში გარკვეულწილად მწვავეც იყო, იმიტომ რომ არის რამდენიმე პროექტი, რომელსაც დაჩქარება სჭირდება - მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ შემთხვევაში, ზოგჯერ ძალიან კატეგორიულებიც არიან. მეორეს მხრივ, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა უწყების გეგმებზე, გაწეულ საქმიანობაზე, ხედვებზე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს და ეს პროექტები ნამდვილად იყო შთამბეჭდავი, იმიტომ რომ მთლიანად რეგიონში უზარმაზარი სამუშაო სრულდება. ეს შეეხება წყალს, გაზიფიცირებას, მშენებარე ბაღებს და სკოლებს, ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ტურიზმის ზრდის პოტენციალს. პირადად ჩემი იდეა იყო, რომ შექმნილიყო ახალი დაცული ტერიტორია, რომელიც ძალიან დიდ ტერიტორიას მოიცავს, 100 ათასს ჰექტარზე მეტი იქნება სავარაუდოდ. ეს არის სვანეთის ქედი, მესტიის მუნიციპალიტეტის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ცაგერის მუნიციპალიტეტი“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

შეხვედრაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამეგრელო-ზემო სვანეთში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა და სხდომის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ მიმართულებაზე, რომელსაც სამინისტრო კურირებს. მინისტრის პირველი მოადგილის ილია ბეგიაშვილის განცხადებით, 2019 წლიდან დღემდე სამინისტროსა და თვითმმართველობების მიერ რეგიონში 3700-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისმა ჯამურმა ღირებულებამაც 1 მილიარდ 122 მილიონი ლარი შეადგინა.

რეგიონის მასშტაბით 2013 წლიდან სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1000 კილომეტრზე მეტ გზას. აშენდა 4 და შენდება 10 საჯარო სკოლა, ასევე დაგეგმილია 10 სკოლის რეაბილიტაცია. უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 200 მეტი სკოლის 14 ათასამდე მოსწავლე. რეგიონში აშენდა 43 საბავშვო ბაღი და სხვადსხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 158 საბავშვო ბაღს, ამჟამად მიმდინარეობს 11 ახალი ბაღის მშენებლობა.

კომიტეტის სხდომაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და თანამომხსენებელმა ნუგზარ გაბელიამ (რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი) მიმოიხილეს რეგიონის სოციალურ ეკონომიკური განვითარების თავისებურებები, არსებული პროექტები და გამოწვევები.

გასვლით სხდომაზე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა დეტალურად მიმოიხილა ტურიზმის სტატისტიკა და ფინანსური მაჩვენებლები, დახმარების პაკეტები კერძო სექტორისთვის, შიდა ავიარეისები, თეთნულდსა და ჰაწვალზე განხორციელებული პროექტები, ტურისტული პროდუქტებისა და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარება, მარკეტინგული აქტივობები საერთაშორისო ბაზარზე, 2021 წელს დაგეგმილი პროექტები, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი საფეხმავლო ბილიკების მარკირება, ტურიზმის სექტორის ადგილობრივი წარმომადგენლებისათვის დაგეგმილი ტრენინგები, საერთაშორისო პრესტურების მოწყობა და სხვა საკითხები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო