ახალი ამბები
ფიცის დადების ცერემონიალს ნინო ვიბლიანი დაესწრო
2021-06-26 14:23:00

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის, 103-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის, პირველი მსუბუქი ქვეითი ასეულის ტერიტორიული რეზერვის 111-მა რეზერვისტმა სამხედრო მოსამსახურემ სავალე ბანაკ ზედა სორტაში საწყისი საბრძოლო მომზადება გაიარა. აქედან 31-მა რეზერვისტმა სამხედრო მოსამსახურემ დღეს სავალე ბანაკ ზედა სორტაში ფიცი დადო.
ამ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივი დანიშნულების ღონისძიებას ესწრებოდნენ და რეზერვისტებს ფიცის დადება მიულოცეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.