ახალი ამბები
შხეფის ისტორიულ ციხემდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
2021-06-17 23:15:00
სენაკის მუნიციპალიტეტში, შხეფის ისტორიულ ციხემდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. შესრულებულ სამუშაოებს დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან და სენაკის მერთან ერთად გაეცნო. ისტორიულ ძეგლის ტურისტული დატვირთვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.
შხეფის ციხესიმაგრე შუა საუკუნეების ძეგლია, თუმცა მშენებლობის ადრეული ფენები მეოთხე საუკუნით თარიღდება.
დღესვე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მის მოადგილეებთან ერთად სენაკისა და ხობის საკრებულოს წევრებს და მერიის სამსახურების უფროსებს შეხვდა.
შეხვედრებზე მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები განიხილეს, სახელმწიფო რწმუნებულმა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, მოსახლეობასთან უშუალო, ინტენსიურ კომუნიკაციაზე და არსებული პრობლემების დროულ რეაგირებაზე გაამახვილა ყურადღება.