ახალი ამბები
ხეცერაში ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო
2021-06-09 16:48:00
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხეცერას ადმინისტრაციულ ერთეულში, გზის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო, რომელიც ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე სოფელში, 2300 მ. საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება, ამ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სამი ადმინისტრაციული ერთეული (ხეცერა, აბასთუმანი და ნარაზენი) ერთმანეთს დაუკავშირდება. აღსანიშნავია, რომ გზის მშენებლობისას გათვალისწინებულია მილხიდებისა და სანიაღვრეების მოწყობა.
სამუშაოების პროცესს ადგილზე, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა გაეცნენ.
ხეცერაში, საავტომობილო გზის მშენებლობისთვის 800 000 ლარია გამოყოფილი და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ ფინანსდება.