სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გიორგი გუგუჩია ზუგდიდის საკრებულოს წევრებს, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებს შეხვდა

2021-06-04 19:34:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, მერიის სამსახურისა და განყოფილების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და მერის მოვალეობის შემსრულებელი ესწრებოდნენ.
 
შეხვედრაზე განიხილეს არსებული ვითარება და დაგეგმეს ერთობლივად განსახორციელებელი პროექტები. როგორც შეხვედრაზე გიორგი გუგუჩიამ განაცხადა რეგიონს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს და დამატებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მოხდება. ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, მოქალაქეებთან აქტიურ კომუნიკაციაზე და იმ საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც რეგიონს აქვს.
 
„ჩვენ გვქონდა შეხვედრები ზუგდიდის საკრებულოს წევრებთან, მერიის სამსახურებთან, სადაც დეტალურად განვიხილეთ ის მოცემულობა რაც გვაქვს ამ უწყებებში, ასევე დავგეგმეთ ერთობლივად განსახორციელებელი სამუშაოები. ჩვენ გვექნება აქტიური შეხვედრები მოსახლეობასთან, რათა პირველწყაროსგან გავიგოთ დეტალური ინფორმაცია საჭიროებებზე. ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლებისგან და ამ რეგიონში ვაპირებთ განვახორციელოთ ძალიან ბევრი პროექტი რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.
 
გიორგი გუგუჩია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 მაისს წარადგინა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45
6
78910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო