ახალი ამბები
21 მაისს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება
2021-05-19 21:20:00

21 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა ჩატარდება 17:00 საათზე, ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით.
დღის წესრიგი:
- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში ცვლილების შეტანის განხილვა.
- სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს 2014 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი №1-ით (დანართები: №2; №3) დამტკიცებული ,,რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფისა და დარგობრივი ქვე-ჯგუფის შემადგენლობაში“ ცვლილების შეტანა.
