ახალი ამბები
იაპონიის ელჩი დადიანების სასახლესა და ბოტანიკურ ბაღში
2021-05-14 16:07:00

იაპონიის ელჩს იმამურა აკირას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი და განახლებული ბოტანიკური ბაღი დაათვალიერებინეს. ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საგანძურის საგამოფენო დარბაზები სწორედ იაპონიის საელჩოს ხელშეწყობით რეაბილიტირდა.
იაპონიის ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გუშინ ჩამოვიდა და სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციას, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიის ტექნიკა გადასცა. ელჩი ასევე იმყოფებოდა ენგურის ხიდზე და საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას გაეცნო.