სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

თხილის მავნებელის შესაწამლი ტექნიკა მუნიციპალიტეტებს გადაეცათ

2015-05-13 16:58:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურიშვილი მუნიციპალიტეტების სოფლის მეურნეობის სამსახურების უფროსებს, აგრონომებსა და ფერმერებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ზუგდიდის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მუნიციპალიტეტებს შესაწამლი ტექნიკა გადასცა. გოჩა ცოფურიშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მოხდება დამატებითი ტექნიკით უნზრუნველყოფაც. თხილის ტკიპას და მავნებელ ხარაბუზას შეწამვლა რეგიონში უკვე დაწყებულია პროცესში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო.

გუბერნატორმა ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაავალა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება დროულად მოხდეს და შეწამვლის პროცესი შეფერხებების გარეშ წარიმართოს. სამხარეო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის მთავრი შემოსავლის წყარო თხილია და აუცილებელია მავნებლის დროული განადგურება, რათა მან გავლენა არ იქონიოს თხილის მოსავალზე.

მოსახლეობამ შეწამლისთვის ადგილობრივ გამგეობებს და სოფლის რწმუნებულებს უნდა მიმართოს რის შემდეგაც ტექნიკა გამოიყოფა.

ხარაბუზა და თხილის ტკიპა ფერმერებს ბოლო წლებია დიდ პრობლემას უქმნის, მავებელი განსაკუთრებით წელს მომრავლდა. ხარაბუზა ახმობს თხილის ნარგავებეს, ტკიპა კი თავად თხილის ნაყოფს ადრეულ სტადიაზევე ანადგურებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324
25
26272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო