სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სოფელ ფოცხო-ეწერში სადურგლო და ხის დამუშავების თანამედროვე სტანდარტების სახელოსნო შენდება

2021-04-04 18:14:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით აგრძელებს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე.

ამ ეტაპზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო-ეწერში სადურგლო და ხის დამუშავების სასწავლო სახელოსნოს აშენებს. სახელოსნო კოლეჯის „ლაკადა“ პრაქტიკული სასწავლო ბაზა იქნება, სადაც ძირითადად მოხდება მდინარე ენგურის მიერ ჩამოტანილი ხე-ტყის მასალის გადამუშავება და მიზნობრივად გამოყენება. პროექტის ღირებულება შვიდასი ათასი ლარია.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან, ნინო ვიბლიანთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, სახელოსნოს მშენებლობის პროცესი მოინახულა და პარტნიორებთან ერთად მისი შემდგომი განვითარების გეგმები დასახა.

სოფელი ფოცხო ეწერი ძირითადად დასახლებულია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებით, რომელთა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს. ფოცხო ეწერში სახელოსნოს ფუნქციონირება დაეხმარება აქ მცხოვრებ მოსახლეობას უფასოდ დაეუფლონ რეგიონში ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიას და დასაქმდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45
6
78910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო