სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ოპერაციული შტაბის სხდომაზე იმსჯელეს

2021-03-25 20:10:00

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა და მას საბჭოს წევრები, სხვადასხვა სამხარეო სტრუქტურების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო რწმუნებულმა სხდომაზე სპეციალისტებთან ერთად განიხილა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, მოისმინა კლინიკებსა და საკარანტინე ზონებში არსებული ვითარება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ვაქცინაციის მიმდინარეობის საკითხი.

ოპერაციულმა შტაბმა, ასევე განიხილა პირბადეების ტარების საკითხზე კონტროლის გამკაცრება, რაშიც პოლიციასთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად ჩაერთვებიან შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები. ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით აღინიშნება ინფიცირების შემთხვევების ოდნავი მატება, დადებითობის მაჩვენებელი გაზრდილია 1% დან 1,3%-მდე.

ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის ინფექცია 244 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 87 რეგიონში არსებულ ხუთ კოვიდკლინიკაში მკურნალობს. დღევანდელი მონაცემებით რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 366 მოქალაქე. რეგიონში ფუნქციონირებს 3 საკარანტინე სივრცე (პალმბიჩი, პრატაპი, ანაკლია), სადაც კარანტინში იმყოფება - 110 მოქალაქე.

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში დღეის მდგომარეობით სულ ანტიგენის ნიმუშის აღებაზე  ჩართულია 53 სამედიცინო დაწესებულება. ვაქცინაცია  კი  ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ტარდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45
6
78910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო