ახალი ამბები
ზუგდიდის სოფელ რუხის საჯარო სკოლაში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით „თანასწორობის კუთხე“ და ფოტოგამოფენა “გოგონები მომავლიდან“ გაიხსნა.
2021-03-19 15:54:00
ზუგდიდის სოფელ რუხის საჯარო სკოლაში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით „თანასწორობის კუთხე“ და ფოტოგამოფენა “გოგონები მომავლიდან“ გაიხსნა.
ინიციატივა გულისხმობს UNFPA-ს საქართველოს ოფისის პროგრამების სამიზნე რეგიონებში, იმ სკოლების და ბიბლიოთეკების თანამედროვე ლიტერატურით აღჭურვას, სადაც წიგნების ფონდის განახლების განსაკუთრებული საჭიროება არსებობს. წიგნები, რომელიც სკოლებს და ბიბლიოთეკებს გადაეცემა, თემატურად დაკავშირებულია თანასწორობის, ტოლერანტობის და თავისუფლების იდეასთან, რაც შესაძლებლობას აძლევს მოზარდებს, თანამედროვე ლიტერატურის საშუალებით აიმაღლონ ცნობიერება უნივერსალური ღირებულებების შესახებ. „თანასწორობის კუთხის“ გახსნას თან ახლავს თანამედროვე ქართველი ავტორების საჯარო ლექციები გენდერული თანასწორობის შესახებ.
„თანასწორობის კუთხის“ გახსნა მიზნად მოზარდებისა და ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას ისახავს. ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოში არსებობდეს რაც შეიძლება მეტი სივრცე, სადაც მოზარდები და ახალგაზრდები არაფორმალური განათლების მიღებას და ერთმანეთისთვის იდეების გაზიარებას შეძლებენ.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს წარმომადგენელი მერიკო ქაჯაია, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახლი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ლელა ბაქრაძეს დაესწრნენ.
ფოტოპროექტი “გოგონები მომავლიდან“, რომლის გამოფენაც დღეს რუხის სკოლაში მოხდა ფოტოგრაფ დინა ოგანოვას ავტორობით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივითაა შექმნილი.