სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

UNDP-მა ფოთში ტურისტული და სპორტული თევზჭერის ინფრატსრუქტურა მოაწყო

2021-03-18 21:04:00

ფოთში,  ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის “ საკონფერენციო დარბაზში,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის ,,რეგიონული  და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში - ფაზა 2“-ის ფარგლებში რეგიონული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე 2020 წელს  სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფინანსებული საგრანტო პროექტები განიხილეს.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით,  მარტოწყალას ტბაზე, სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო საჩრდილობლები, ვიზიტორთა და მეთევზეთა მომსახურების ცენტრები, პირსი. პროექტი მნიშვნელოვანია, როგორ სპორტული თევზჭერის, ისე ტურისტული განვითარების კუთხით.

პრეზენტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი,  ფოთის მერი გოჩა კურდღელია და პროექტში ჩართულ სხვა პირებთან ერთად ესწრებოდნენ.

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში რეგიონში 6 პროექტი ხორციელდება: ფოთში მარტოწყალას ტბაზე სპორტული თევზჭერის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზუგდიდში ეთნოცენტრის მოწყობა, სენაკში - თოკების პარკი, ამჟამად ხორციელდება მარტვილის აგრობაზრობის პროექტი, მოხდება აბაშაში სოფელ ქოლობანში სავაჭრო სივრცის მოწყობა, მესტიაში კი მოეწყობა კლდეზე ცოცვის ატრაქცია.

დღესვე გაფორმდა ხელშეკრულება სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დირექტორსა  და გაეროს განვითარების პროგრამებს ხელმძღვანელს შორის. რის შემდეგაც დაათვალიერეს მარტოწყალას ტბაზე განხორციელებული პროექტი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45
6
78910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო