ახალი ამბები
სლოვაკეთის საელჩომ მარტვილისა და ჩხოროწყუს 6 საბავშო ბაღს გარე სათამაშო ატრაქციები მოუწყო
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერითა და უშუალოდ ელჩის პაველ ვიზდალის ჩართულობით, მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია - ,,ადგილობრივი განვითარების და ინოვაციების ცენტრთან“ თანამშრომლობით , მარტვილისა და ჩხოროწყუს 6 საბავშო ბაღს - კერძოდ, ლესიჭინეს, მუხურის, ახუთის, კიწიის, ვედიდკარისა და თამაკონის საბავშო ბაღებში გარე სათამაშო ატრაქციები მოეწყო.
საბავშო ბაღებში დასრულებულ სამუშოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი ხელისუფლების და ორგანიზაცია ,,ადგილობრივი განვითარების და ინოვაციების ცენტრის” წარმომადგენლები გაეცნენ.
„ სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩხოროწყუს და მარტვილის მუნიციპალიტეტების 6 სახელმწიფო საბავშვო ბაღში განვახორციელეთ პროექტი, რომელიც ბავშვებისთვის გარე სათამაშო მოედნების მოწყობას გულისხმობს. პროექტი ხელს შეუწყობს აღსაზრდელებისათვის შესაბამისი გარემოს მოწყობას. გარდა ამისა ჩვენ ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტით რეგიონის მასშტაბი ამ დროისთვის ვახორციელებთ 11 საბავშვო ბაღის მშენებლობას და წელსვე ასევე ვიწყებთ დამატებით 9 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.