სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

2021-02-25 13:49:00

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ზუგდიდში, 1924 წლის აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

,,დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი უმძიმესი საქარველოს ისტორიაში. ასი წლის წინ უთანასწორო მტერთან ბრძოლაში ასობით ქართველი დაიღუპა, ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. სამწუხაროდ ოკუპაცია დღესაც გრძელდება, ჩვენ მას ვუპირისპირდებით თავისუფლებას, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.  ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ აჩვენა მისი მძიმე ისტორიის განმავლობაში, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.

1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
89101112
13
14
15161718192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო