ახალი ამბები
სახელმწიფო რწმუნებულად მალხაზ თორია დაინიშნა
2021-02-09 18:09:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად მალხაზ თორია დანიშნა. მალხაზ თორია 2020 წლის აგვისტოდან სახელმწიფო რწმნუნებულის მოვალეობას ასრულებდა, მანამდე კი სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.
მალხაზ თორია პროფესიით სამართალმცოდნეა, მას სხვადასხვა საჯარო სამსახურებში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს.
განათლება:
1987-1994 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი
სპეციალობა - სამართალმცოდნე
სამუშაო გამოცდილება:
2021 წლის 9 თებერვლიდან - სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული
2020 წლის აგვისტოდან, 2021 წლის 9 თებერვლამდე - სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი
2020 წლის 6 აპრილიდან სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე
2019 წლის აგვისტო - 2019 დეკემბერი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი
2019 წლის იანვარი - 2019 აგვისტო - სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე
2017-2019 წლებში - შპს „მანგანუმ ლოჯისტიკი“, თანამდებობა - დირექტორის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში
2017-2019 წლებში - შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, თანამდებობა - ქონების დაცვისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის სამსახურის უფროსი
2013-2017 წლებში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, თანამდებობა - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი
2013 წელი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, თანამდებობა - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე
2009-2013 წლებში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, თანამდებობა - გამომძიებელი
2007 – 2009 წლებში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი, თანამდებობა - გამომძიებელი
2004-2007 წლებში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, თანამდებობა - გამომძიებელი
2002-2003 წლებში - საქართველოს ფინანსთა საგანგებო ლეგიონი, თანამდებობა - განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი
2000-2002 წლებში - საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, თანამდებობა - მოკვლევის სამმართველოს განყოფილების უფროსი
1995-2000 წლებში - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, თანამდებობები - გამომძიებელი; უფროსი გამომძიებელი; განყოფილების უფროსი.