სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მარტვილში ოთხი სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება

2021-02-06 16:29:00

მარტვილის მუნიციპალიტეტში ოთხი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის № 1 და სალხინოს საჯარო სკოლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, მისმა მოადგილემ ნუკრი ხასიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავა გაეცნენ.

,,მარტვილის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ოთხი საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ვახდენთ, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით ვახორციელებთ და მისი საერთო ღირებულება რვა მილიონ ლარზე მეტია. ამჯერად სარეაბილიტაციო სამაუშაოებს მარტვილის პირველ საჯარო სკოლასა და სალხინოში  გავეცანით, რომელის შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სულ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, ამ დროისთვის 9 საჯარო სკოლის მშენებლობას და 11 სკოლის სრულ რეაბილიტაციას ვახდენთ. პროექტების  დასრულების შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გარემონტებულ და კეთილმოწყობილ სკოლებში მიიღონ განათლება“ - განაცხდა მალხაზ თორიამ.

ქალაქ მარტვილში № 1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 3 037 298 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ელ ჯორჯია“ ასრულებს. ასევე, სრული რეაბილიტაცია უტარდება სალხინოს საჯარო სკოლას. პროექტის ღირებულება 2 044 044 ლარს შეადგენს.  მარტვილის მუნიციპალიტეტში ასევე მიმიდინარეობს დიდი ჭყონის (ლედგებეს)  საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 1 777 000 ლარს შეადგენს. სრული რეაბილიტაცია უტარდება დოშაყეს საჯარო სკოლასაც, რისთვისაც  1 799 000 ლარია გამოყოფილი.

მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მარტვილში აშენდა 3 ახალი სკოლა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 სკოლას და სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშოები ჩატარდა 21 სკოლაში.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45
6
78910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო