სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მალხაზ თორია: ცეცხლის ყველა შემთხვევაზე მოხდა დროული რეაგირება, რის გამოც მადლობას ვუხდი მეხანძრე-მაშველებს

2021-01-04 22:49:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დღის განმავლობაში 40-ზე მეტ ლოკაციაზე ხანძარი დაფიქსირდა. ძირითადად ცეხლი  ბალახს და ეკალბარდს უკიდია. ყველა შემთხვევაზე მომხდარია რეაგირება. ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სამუშაოები, პროცესს სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია პირადად გაეცნო და მეხანძრე მაშველებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

,,ცეცხლი, ძირითადად, უკიდია ბალახს და ეკალბარდს. სამწუხაროდ სოფელ კახათში დაიწვა საცხოვრებელი სახლიც. ამ დროისთვის გვაქვს 19 აქტიური კერა, ლოკალიზებულია 8 ლოკაცია და ლიკვიდირებულია 11 ლოკაციაზე ცეცხლი.

ყველა შემთხვევაზე მომხდარია მოხდა დროული რეაგირება, რის გამოც მინდა მადლობა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს. ყველა ლოკაციაზე ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს, როგორც სალოკალიზაციო, ასევე სალიკვიდაციო სამუშაოები. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან მოხდა დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება.  ძლიერი ქარი ხელს უშლის სალიკვიდაციო სამუშაოებს თუმცა ჩვენი მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ და შედეგიც სახეზე გვაქვს“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა მრავალწლიან ნარგავებსაც, ასევე დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც გარკვეულ უბნებში ელექტრო ენერგიის მიწოდება შეფერხებით მიმდინარეობდა, თუმცა ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადების მუშაობის შედეგად ელექტრო მომარაგება ადმინისტრაციულ ერთეულებს აღუდგა. ამჟამად რეგიონის ხუთი სოფელის ნაწილს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო