სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთს ახალი მუნიციპალური ავტობუსები გადაეცა

2020-12-16 16:40:00

ფოთს EURO 5-ის სტანდარტის ხუთი მუნიციპალური ავტობუსი გადაეცა. მუნიციპალიტეტი ჯამში 10 ახალ ავტობუსს მიიღებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის  175 ერთეული ავტობუსს შეიძენს.

ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.

ახალი ავტობუსები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, მოადგილემ დავით ვერავამ,მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ბექა ვაჭარაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის მენეჯერმა დავით ჯიქიამ დაათვალიერს.

,,მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ფოთის  მუნიციპალიტეტს EURO 5-ის სტანდარტის 10 ავტობუსი გადასცა. მათგან ხუთი უკვე ჩამოვიდა და ოფიციალურად გადაეცა მუნიციპალიტეტს. კორონავირუსის გამო არსებული შეზღუდვების დასრულებისთანავე ეს ავტობუსები მოემსახურებიან ფოთელებს რაც ჩვენი მოსახლეობის კომფორტული მგზავრობისა და გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფოთში უკვე დასრულდა ავტოპარკის მშენებლობა” - განაცხადა მალხაზ თორიამ.

სატრანსპორტო საშუალებები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი ავტობუსები  8.5 მეტრიანია და გათვლილია 50 მგზავრზე.

175 ავტობუსი სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა. ახალი ავტობუსების მარშრუტებსა და სატრანსპორტო დერეფნებს მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო