ახალი ამბები
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთის მოვალეობის შემსრულებელტან ერთად აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა. თეა ახვლედიანი და მალხაზ თორია საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს შეხვდნენ, მინისტრმა და სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ოთხოზორიას დედას გმირი შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადეს და დაღუპულის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
სახელმწიფო მინისტრი სოფელ რუხში მდებარე ქართული საგუშაგოს წარმომადგენლებს შეხვდა და ენგურის ხიდზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მინისტრი ეწვია ფახულანი-საბერიოს ე.წ. გადასასვლელსაც და განმუხური-ფიჩორის გამყოფ ხაზს, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზზე არსებულ ორსანტია-ოტობაიას, ხურჩა-ნაბაკევისა და შამგონა-თაგილონის ე.წ. გამშვებ პუნქტებს, რომლებიც რამდენიმე წელია აღარ ფუნქციონირებს. სახელმწიფო მინისტრი ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობასაც შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.