ახალი ამბები
ზუგდიდში ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა
ახალგაზრდობის სააგენტო „რეგიონული ახალგაზრდული ფორუმების“ ციკლს აგრძელებს. დღეს შეხვედრა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა, სადაც სამეგრელო ზემო სვანეთის გაერთიანებული ფორუმი ჩატარდა.
ფორუმების მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“–ის განხილვა და ამ პროცესში ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების უშუალოდ ჩართვა. ფორუმებზე სააგენტო წარადგენს ახალგაზრუდული სტრატეგიის დოკუმენტის ამ ეტაპზე შემუშავებულ ვერსიას, რის შემდეგაც ფორუმის მონაწილე ახალგაზრდები თემატურ სამუშო ჯგუფებში გადანაწილედებიან და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.
ქვეყნის მასშტაბით ფორუმების დასრულების შემდეგ ახალგაზრდებისგან მიღებული რეკომენდაციები შეჯამდება და მომზადდება ანგარიში, რომელსაც სააგენტო "სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის 2025"-ის შემუშავებისას გაითვალისიწინებს.
ღონისძიების დამსწრეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რეზო ჩარკვიანმა მიმართეს.
„სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“-ი საქართველოს პარლამენტის მიერ, სააგენტოს ჩართულობით შემუშავებული „2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ საფუძველზე იქმნება.
ასევე სტრატეგიის შემუშავების პროცესში, გაეროს სააგენტოების მხარდაჭერით 4 ადგილობრივი, სხვადასხვა თემატური მიმართულებების ექსპერტია ჩართული. სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება, მანამდე კი ევროპის საბჭოს ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში სექტემბერში საქართველოში ექსპერტთა გუნდი ჩამოვა, რომელიც სტრატეგიის სამუშაო ვერსიას შეაფასებს და სააგენტოსთვის შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებს.
ღონისძიებასამეგრელო-ზემოსვანეთისსახელმწიფორწმუნებულისადმინისტრაციისმხარდაჭერით, ასევეევროკავშირისპროექტის „ტექნიკურიმხარდაჭერაშრომისბაზრისსაჭიროებებსადადასაქმებაზემორგებულიცოდნა-უნარებისგანვითარებისთვის“ (TA for Skills4Jobs) დაგაეროსმოსახლეობისფონდის (UNFPA) ტექნიკურიდაფინანსური მხარდაჭერითიმართება.