ახალი ამბები
საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან - არსებული საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე 2014 – 2021 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდა. სამოქმედო გეგმაში ცვლილების განხორციელება გამოიწვია მუნიციპალიტეტების მუშაობის პროცესში გამოვლენილი ახალმა პრიორიტეტულმა მიმართულებებმა, რამაც გამოიწვია დამტკიცებულ სტრატეგიაში (სამოქმედო გეგმა 2018-2021 წლებისთვის) ახალი პროექტების ასახვა და არსებული პროექტების კორექტირება.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა, სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.