ახალი ამბები
14 აგვისტოს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება
2020-08-12 14:58:00

მიმდინარე წლის, 14 აგვისტოს 15:00 საათზე სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის დაქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელო მალხაზ თორია, , რეგიონის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრებიან.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება გუბერნიის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. ზუგდიდი ზ. გამსახურდიას გამზ. №45)