სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან

2020-08-09 15:44:00
დაუშვილი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ზუგდიდში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერმა (ILO) თამარ ხელაძემ მიმართეს.

შეხვედრაზე კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ეკონომიკური საქმიანობის მდგრადი აღდგენა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციები განიხილეს. ადგილობრივ ბიზნესთან დისკუსია რეგიონულ დონეზე კერძო სექტორში სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და რეგულაციების აღსრულების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მიხეილ დაუშვილმა რეგიონული ბიზნესის წარმომადგენლებს ინსპექტირების პროცესში ბიზნესის კანონიერი ინტერესების დასაცავად ბიზნესომბუდსმენის აპარატის მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა კერძო სექტორში რეგულაციების ეფექტურად აღსრულებისა და ზედამხედველობის სისტემის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მათთვის მნიშვნელოვანი თემების შესახებ კითხვების დასმისა და უწყებების მხრიდან შესაბამისი კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

ამ დრომდე, ბიზნესომბუდსმენის აპარატის და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივი სამუშაო პლატფორმის ფარგლებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებზე ბიზნესთან კონსულტაციები თბილისის მასშტაბით მოქმედ სექტორულ ბიზნესებთან მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე, პლატფორმა რეგიონულ დონეზე ააქტიურებს მუშაობას, რათა დამტკიცებული რეგულაციების შესახებ ცნობადობის ამაღლება რეგიონულ დონეზე მოხდეს.

რეგიონული შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც აქტიურია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია. ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრა უკვე გაიმართა ბორჯომსა და ბათუმში. რეგიონულ დონეზე ბიზნესთან დისკუსია ასევე, დაგეგმილია თელავში, მცხეთასა და ქუთაისში.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივი სამუშაო პლატფორმის ფარგლებში რეგიონული შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით იმართება.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო