ახალი ამბები
აბაშაში ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა
აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე, ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა. ერთდღიან ტურნირში საქართველოს სხვადასხვა კუთხის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, მოადგილე დავით ვერავა, აბაშის მერი ლევან მაკალათია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
პროგრამაში ისინდი, ცხენბურთი და დოღი იყო წარმოდგენილი. გამარჯვებულ გუნდებს და ცხენოსნებს,ფულადი ჯილდოები და სხვადასხვა პრიზები გადაეცათ.
საქართველოს ჩემპიონატი კი ზუგდიდში, 18-19 აგვისტოს გაიმართება, სადაც გამარჯვებული სპორტსმენები პირველობისთვის იბრძოლებენ.
შეჯიბრი საქართველოს ცხენოსნობის ფედერაციის ორგანიზებით და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.