სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

კონფლიქტისპირა სოფელ ფახულანში ოკუპირებულ საბერიომდე მისასვლელი გზა კეთდება

2015-04-27 12:34:00

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფელ ფახულანში ოკუპირებული საბერიოს ე.წ. საზღვრამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გზა რომელიც 35 წელია არავის შეუკეთებია, პრობლემას უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას და ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც დანარჩენ საქართველოს მხოლოდ ამ გზით უკავშირდებიან.


ამ ეტაპზე ფახულანის გზაზე, სანიაღვრე არხების და გაბიონების მშენებლობა მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც 4 კილომეტრიანი ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება. გზის გასწვრივ მოეწყობა გარეგანათებაც. სამუშაოებისთვის 2 200 000 ლარი დაიხარჯება. გეგმის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრამდე დასრულდება. გზის რეაბილიტაციაზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.


კონფლიქტისპირა სოფელ ფახულანში გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ დაათვალიერა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
29
30      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო