ახალი ამბები
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში მოსახლეობას უფასო გამოკვლევები უტარდება

ჩხოროწყუს გამგეობის და საკრებულოს ინიციატივით ორგანიზაცია „საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს სკოლაში ადგილობრივებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს უტარებს. გამოკვლევების პროცესი სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბრენატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ვიცე-გუბერნატორმა აქციის ორგანიზატორებს და ექიმებს მადლობა გადაუხადა და შემდეგი გამოკვლევების დაგეგმვა-ორგანიზებაში დახმარება აღუთქვა.
სამედიცინო ჯგუფში, ყველა სამედიცინო პროფილის 26 მაღალკვალიფიციური ექიმი შედის. გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა 200-ზე მეტ ადგილობრივს, დღის ბოლომდე კი 1000-მდე პაციენტის მიღება იგეგმება. გარდა გამოკვლევებისა მოსახლეობას უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფენ, სოციალურად დაუცველ ბავშვებს კი ჰუმანიტარული დახმარება ეძლევათ, რომელთა შორისაა ბავშვთა საკვები, მოვლის საშუალებები, სათამაშოები და ტანსაცმელი.
სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის განცხადებით, უკვე დაგეგმილია მსგავსი სამედიცინო აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში. კობა ქანთარიას განმარტებით, სამედიცინო გამოკვლევები სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდება.



